суббота, 4 июля 2009 г.

ლაშქრობა უფლისციხეში


პროექტის სახელი: ლაშქრობა ანტიკურ ქალაქ უფლისციხეში

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია ლაშქრობის დაგეგმვა და განხორციელება უფლისციხეში, რის შედეგადაც მოსწავლეები შეძლებენ თეორიული ცოდნის გაღრმავებას და გამრავალფეროვნებას კვლევა-ძიების, დაკვირვების შედეგად. იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც თან ახლავს შემეცნებით-გასართობი ხასიათის ლაშქრობას.

პროექტის სრული აღწერა: მე-9-ა კლასის მოსწავლეებს საპრეზენტაციოდ შევთავაზე ასეთი საკითხის შესწავლა-მომზადება: „საქართველო ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით“. პრეზენტაცია იყო ძალზედ საინტერესო. განსაკუთრებული სიამაყით აღნიშნეს პირველქმნილი ბუნების მსოფლიო ფონდის WWF-ის ექსპერტთა აზრი: „ევროპის არცერთ ქვეყანას არ გააჩნია ისეთი მდიდარი ფლორა და ფაუნა, როგორც საქართველოს. ვერც ერთ ევროპის ქვეყანაში ვერ ნახავთ მცირე ტერიტორიაზე რელიეფის ისეთ მრავალფეროვნებას, როგორსაც საქართველოში,ამასთანავე ევროპაში არ მოიძებნება ქვეყანა, სადაც ისინი ბუნებრივი ლანდშაპტების პირველქმნილი სახით იქნას შემონახული.“
მოსწავლეებს შევთავაზე უფრო დავკონკრეტებულიყავით და ჩვენს რეგიონში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით რაიმე პრაქტიკული და მნიშვნელოვანი გაგვეკეთებინა. სწორედ ამის შებდეგ გაჩნდა იდეა მოგვეწყო შემეცნებით-გამაჯანსაღებელ-გასართობი ლიშქრობა უფლისციხეში.
დაფაზე ჩამოვწერეთ რესურსების და ღონისძიებების ნუსხა:
რესურსები
სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (სასურველია ერთნაირი მაისურები)
საკვები, წყალი, მედიკამენტები
ფოტოაპარატი
ღონისძიებები
სამუშაო ჯგუფების შექმნა: ჯგუფები დაკობპლექტდა შემდეგი საკითხების მიხედვით:
I-ჯგუფი - ისტორიული მასალა;
II -ჯგუფი-გეოგრაფიული მონაცემები;
III-ჯგუფი-არქიტექტურა;
IV-ჯგუფი- ფოტო-ალბომის შექმნა
ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა რამდენიმე პედაგოგმა და მშობელმაც.

მონაწილეთა ასაკი: საბაზო საფეხური, მე - 9 კლასი, 14-15 წლის 25 მოსწავლე

ვადები/ ხანგრძლივობა: ლაშქრობა დავგეგმეთ ა/წლის 14 ივნისს, კვირა დღეს.
გორიდან გასვლა - 8 სთ-ზე. უკან დაბრუნება - 20 სთ ზე. გორიდან უფლისციხემდა მანძილი 8 კმ-ია, მანძილის ფეხით გავლას(წასვლას და დაბრუნებას) დასჭირდება დაახლოებით 4-5 სთ-ი. შემეცნებითი სამუშაოების ჩატარებას 3-4 სთ, გართობა-დასვენებას - 2-3 სთ-ი. (პროექტზე ვიმუშავეთ ორი კვირა)

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები უკეთ გაეცნობიან საქართველოს, კერძოდ უფლისციხის, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას. გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დაკვირვების, შედარების, დასკვნების გაკეთების, ურთიერთთანამშრომლობის, საერთო ღონისძიებების დაგეგმბის და განხორციელების უნარ-ჩვევები.
შექმნიან ვებ-გვერდს, სადაც განათავსებენ ისტორიულ მასალას ,გეოგრაფიულ მონაცემებს უფლისციხეზე, ასევე ფოტო-მასალას, ინფორმაციას არქიტექტურაზე,ლიტერატურულ ნაწარმოებებს (პროზა, პოეზია, ესსე). განათავსებენ ასევე საკუთარ ჩანახატებს, შთაბეჭდილებებს. გამოუშვებენ კედლის გაზეთს და ა. შ.


სარგებელი სხვებისათვის: დაინტერესებულ პირებს მიეცემათ საშუალება უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ უფლისციხეზე, ხოლო ვიდეო-კლიპების საშუალებით „იმოგზაურონ“ კიდეც იქ.

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია:

ისწავლიან ისტორიული ობიექტის ღწერას.
იმსჯელებენ და გაანალიზებენ კონკრეტულ საგარეო და საშინაო ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა უფლისციხის როგორც აღორძინება, ასევე დაქვეითება
ფუნქციების მიხედვით დააჯგუფებენ უფლისციხის ხუროთმოძღვრულ ძეგლებს

გეოგრაფია:

შეადგენენ თემატურ რუკებს
გაანალიზებენ უფლისციხის პეიზაჟებს
განსაზღვრავენ მის ადგილმდაბარეობას
დააკვირდებიან და იმსჯელებენ რელიეფის ფორმებზე, ჰავისა და ლანდშაფტის თავისებურებებზე
დააკავშირებენ ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნებას უფლისციხის ბუნებრივ პირობებთან

ხელოვნება:

განსაზღვრავენ სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნამუშევრების მსგავს და განსხვავებულ ნიშნებს
ამოიცნობენ და გაანალიზებენ ეპოქის მახასიათებლებს, რომელშიც შეიქმნა უფლისციხის არქიტექტურული კომპლექსი
მსჯელობენ როგორ აისახება ეპოქა კონკრეტულ ქმნილებაში